14 მაისს, 18:00 საათზე Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება იენჩინის აკადემიის (Yenching Academy of Peking University) საინფორმაციო სესია.
იენჩინის აკადემია არის სრულად დაფინანსებული საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა პეკინის უნივერსიტეტში (Peking University), რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება. პროგრამა აერთიანებს სტუდენტებს თითქმის 90 ქვეყნიდან და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის:
- პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
- ეკონომიკა და მენეჯმენტი
- სამართალი და საზოგადოება
- ისტორია და არქეოლოგია
- ფილოსოფია და რელიგია
- ლიტერატურა და კულტურა
პროგრამა არის ორწლიანი და სრულად ფინანსდება. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
სესიაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- აპლიკაციის პროცესი
- სტიპენდიის დეტალები
- აკადემიური და სტუდენტური ცხოვრება
- ჩინეთში ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილება
Zoom-ის მონაცემები:
Zoom Meeting ID: 468 551 1560
Passcode: yca2026